„ყოჩებმა“ ტურნირის პირველი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა

0

aaaaდღეს ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივი „ყოჩები“ თბილისის „ჯიქებს“ დაუპირისპირდა, თამაში მეტად დაძაბული აღმოჩნდა, რასაც წვიმიანი ამინდი და მინდორზე შექმნილი მდგომარება ამძიმებდა. პირველ ტაიმში „ჯიქებს“ შერკინებაში უპირატესობა ჰქონდათ და ანგარიშიც მათ გახსნეს ჯარიმით, მეორე ტაიმში ბოლნისის „ყოჩები“ გააქტიურდნენ და პირველივე წუთებზე ანგარიში 7 : 3 გახადეს.  წვიმიანი ამინდის მიუხედავათ მორაგბეები თავს არ ზოგავდენენ და საბოლოოდ თამაში 12:3 დასრულდა „ყოჩების“ სასარგებლოდ.

„თამაში მძიმე იყო, რასაც ამინიდი ართულებდა. გუნდის უპირატესობაა ხელით თამაშია, რაც ძალიან გაგვიჭირდა პირველ ტაიმში, ბიჭებმა ამის მიუხედავათ თავი არ დაზოგეს და კარგი თამაში გვაჩვენეს. „ყოჩებმა“ ამ წლის ბოლო თამაში ითამაშეს და  სეზონი წაუგებლად ჩაამთავრეს, მხოლოდ ერთი ფრე გვაქვს „ბათუმთან„  –  აღნიშნა კლუბ „ყოჩების“ მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი გიორხელიძემ.

თემურ გაფრინდაშვილი კლუბ „ყოჩების“ დირექტორი:

– დაძაბაული თამაში იყო, „ჯიქები“ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე კარგი გუნდია იმ კრიტერიუმებით რასაც შებოჭვა ჰქვია. ამინდიდან გამომდინარე შერკინების თამაში იყო, რაშიც „ჯიქები“ ნადვილად ძლიერები არიან, მე ვიტყოდი რომ ამ კომპონენტის გათვალისწინებით ცოტა გაგვიჭირდა პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში კარგი შერკინება ვაჩვენეთ, რამაც შედეგი გამოიღო, ორი ლელო დავდეთ. მინდა ყველას მივულოცო ეს გამარჯვება, ბოლნისს კიდევ მრავალჯერ გავახარებთ. შემდეგი წლისთვის გუნდი სათანადოთ მოემზადება, ამ ეტაპზე 14 ქულით ვუსწრებთ მეორე ადგილზე გასულ გუნდს, სხვა გუნდებს დაწევის შანსი არ აქვთ, ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური დარჩა. პირველ ადგილზე გასვლა გვაძლევს შანსს ერთი თამაშით გავიდეთ დიდ ფინალში. გუნდის ძირითადი ნაწილი ტრამვირებულია, თებერვლიდან გუნდი ისე დაკომპლექტება რომ ყველა დანარჩენი ტურის თამაშები აღმავლობით ჩაამთავრონ.

თეიმურაზ სოხაძე გუნდ „ყოჩების“ კაპიტანი:

– თავიდან შერკინება გაგვიჭირდა, ამ ამინდის თამაშისთვის იყვნენ მომზადებული „ჯიქები“, პირველ ტაიმში გვაჯობეს, თუმცა მეორე გავააქტიურდით, ცვლილებები შევიტანეთ თამაშში და აშკარად კარგი თამაში ვაჩვენეთ, შედეგი სახეზეა.

 


Share.

Comments are closed.