ქვემო ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს

0

532083_199475926852795_681452348_nქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის თანამდებობაზე პაატა ხიზანაშვილი დაინიშნა. გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახლად დანიშნული გუბერნატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური და მხარეთმცოდნეობის ფაკულტეტების კურსდამთავრებულია, ასევე განათლება მიღებული აქვს გერმანიაში.
2006 წლიდან დღემდე პაატა ხიზანაშვილი მუშაობდა „ქართუ ჯგუფში” სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის იყო ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი და „ბანკი ქართუს” საკრედიტო დეპარტამენტის აქტივების მართვის განყოფილების უფროსი.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებში, საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიასა და თბილისის საავიაციო გაერთიანებაში.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხიზანაშვილი  „ქართული ოცნების” დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატი გახლდათ.


Share.

Comments are closed.