ქალაქ ბოლნისში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

0

10377637_428476287306793_5101186850090892863_nშიდა გზები, სადაც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, წლებია მოსაწესრიგებელია. ბოლო პერიოდში კი  შექმნილი მდგომარეობის გამო მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, ამიტომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შიდა გზების მოწესრიგება დაიწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარამდე გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც 15 დეკემბერს დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული „№2 საგზაო საექსპლოატაციო სამმართველო“ ახორციელებს.

„ამ ქუჩებზე ავტომანქანით გადაადგილება უკვე შეუძლებელი იყო, მოსახლეობის თხოვნით გადაუდებელი აუცილებლობით დავიწყეთ სამუშაოები, ძირითადად მიმდინარეობს გზების მოხრეშვა, რაც დროებით მაინც გადაჭრის პრობლემას. თუმცა მომავალი წლიდან ამ ქუჩებზე მოხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რის შემდეგაც, დაახლოებით 2016 წლისთვის დაიწყება აღნიი  გზების სრულყოფილად, ბაზალტის ქვაფენილით მოწყობა“. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

10849737_428477413973347_2389504559389986699_n

 

 

 

1506870_428476857306736_3394088101571284677_n


Share.

Comments are closed.