ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში მრავალსართულიანი ბინების გადახურვა მიმდინარეობს

0

10356162_427096304111458_1681355239172662290_nგადახურვით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 91500 ლარი გამოიყო. ქალაქ ბოლნისის ს.ს.ორბელიანის №171 და დავით აღმაშენებლის №41 კორპუსების გადახურვა უკვე დასრულებულია, ხოლო დაბა კაზრეთში ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც 15 დეკემბრისთვის დასრულდება.

„დაბა კაზრეთში  ერთი კორპუსის გადახურვა ხდება  ბრტყელი ლინოკრომით, ბოლნისში კი ორი  კორპუსი უკვე გადაიხურა , აზბესტო ცემენტის ტალღოვანი ფურცლები შეიცვალა თუნუქის ტალღოვანი ფურცლებით. ბოლნისის დავით აღმაშენებლის №37 კორპუსში ჯერაც არ დაუწყია სამუშაოები  ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, თუ აღნიშნული შპს 15 დეკემბერს არ ჩაგვაბარებს დასრულებულ სამუშაოებს, შესაბამისად გაუუქმდება ხელშეკრულება და დაეკისრება საჯარიმო სანქციები“. – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.10352938_427097734111315_765519859104494317_n10421547_427098814111207_7148087727719595692_n

 

 

 

 

 


Share.

Comments are closed.