ფოტოგამოფენა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

0

10846749_694875513960527_573032736_nბოლნისის მხარეთმცოდნეობის  მუზეუმში მოეწყო გამოფენა  სახელწოდებით „ჩვენი საუნჯე“. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა 7 დეკემბრის ჩათვლით ეპარქიაში შემავალი ისტორიული ძეგლების ფოტოები დაათვალიეროს,  ფოტოები სულხან-საბას სახლ-მუზეუმიდან ერთი კვირით ბოლნისის მუზეუმში განთავსდება. გამოფენის მიზანია ახალგაზრდა თაობისთვის ეპარქიაში შემავალი ძეგლების ისტორიის გაცნობა.

„გამოფენაზე მოვიწვიეთ სკოლის მოსწავლეები, თუმცა დაინტერესება ნაკლებია. მინდა ყველა მოსწავლეს ვუთხრა, რომ მოვიდნენ, გაეცნონ გამოფენას და მოისმინონ თითოეული ტაძრის ისტორია.  ბოლნისელმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ეპარქია ისტორიული თვალსაზრისით, სწორედ ამიტომ ვცდილობ ხშირად მოვაწყოთ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, თუ შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები“. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერმა ანა აკოფიანმა.

 

10818630_694875597293852_1578837966_n


Share.

Comments are closed.