ტალავერის მაცხოვრებლებს წყლის მოსატანად კილომეტრების გავლა აღარ მოუწევთ

0

10900195_874625425931911_582290110303802225_oბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი დღეს მოადგილეებთან ერთად სოფელ ტალავერს ესტუმრა. სოფლის ერთ-ერთ უბანში შეკრებილი მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს სამადლობელი სიტყვით შეხვდა. სოფელ ტალავერის ერთ უბანს, სოფლის დაარსების დღიდან სასმელი წყლის პრობლემა ჰქონდა. მიმდინარე წლის სოფლის პროგრამის ფარგლებში აღნიშნული საკითხი მოგვარდა. სოფლის ამ ნაწილში 4 წყარო მოეწყო და მაცხოვრებლებს ოჯახებში წყლის მისატანად კილომეტრების გავლა აღარ მოუწევთ. ბოლნისის მუნიცპალიტეტის გამგებელმა ადგილობრივ მოსახლესთან ერთად ერთ-ერთი წყარო საზეიმო ვითარებაში გახსნა.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მესამე ეტაპის ფარგლებში მოხდა ერთი უბნის წყალსადენის სისტემის მოწყობა. როგორც მოსახლეობამ აღნიშნა, ამ სოფელს დაარსებიდან ჰქონდა სასმელი წყლის პრობლემა. ამჟამად საკიტხი გადაწყვეტილია, დამონტაჟდა 4 წყარო და განსაკუთრებით გახარებულები არიან დიასახლისები, ვინაიდან მათ შორი მანძილიდან უწევდათ ოჯახებში წყლის მიტანა. ჩვენ ეტაპობრივად შევეცდებით მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. სოფლად მაცხოვრებლებს უნდა ჰქონდეთ ყველა ის პირობა , რაც ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას გააჩნია”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

Share.

Comments are closed.