სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალი მეთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა

0

1491281_898511113501889_581935728165409022_o2015 წლიდან სოციალურად დაუცველებისათვის სტატუსის მინიჭების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდება. მასზე სოციალური მომსახურების სააგენტომ მუშაობა „უნისეფთან“ ერთად 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. ამჟამად მოქმედი მეთოდოლოგია მოძველებულია და საჭირო გახდა ქულების დათვლის ახალი სისტემის შემუშავება. ახალი მეთოდოლოგია სტატუსის განსაზღვრისას ორიენტირებული იქნება ოჯახების შემოსავლებზე(ან შემოსავლის მომტან ქონებაზე) და არა ხარჯებზე. ანუ სტატუსის მიმღები შეიძლება გახდეს ოჯახი ,რომელსაც არ აქვს შემოსავალი ან შემოსავლის მომტანი რაიმე სახის ქონება.მაგ. დამატებითი ბინა, სახნავ-სათესი სავარგულები, ავტომობილი. ქულებზე გავლენას არ მოახდენს პირველადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელსაც ის ფლობს-მაგ.ტელევიზორი,გაზქურა,სარეცხი მანქანა,მაცივარი და ა.შ. გათვალისწინებული იქნება თავად ოჯახის საჭიროებები( თუკი ოჯახებში არის შშმპ, ქრონიკული ავადმყოფი და ა.შ.)
ქულების განსაზღვრაში აღარ მონაწილეობს სოც.აგენტის სუბიექტური მოსაზრება . ეს მინიმუმამდე დაიყვანს არაობიექტური ქულის მიღების შესაძლებლობას.
მოხდება სოციალურად დაუცველების დიფერენცირება ანუ რამდენიმე ჯგუფად დაყოფა. ყველაზე მეტად გაჭირვებული ოჯახები მეტ დახმარებას მიიღებენ. 30 000 ქულამდე ოჯახებს 60 ლარიანი დახმარება ექნებათ, ყველაზე მაღალი ქულა 60 000-65 000 იქნება და ისინი 30 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ოჯახის ყველა წევრი, ყველა დონეზე თანაბარ დახმარებას მიიღებს, ნაცვლად ამჟამინდელი მეთოდისა, როცა ოჯახის უფროსი 60 ლარს იღებს, ყველა დანარჩენი კი 48 ლარს.
სიახლეა ყოველ ბავშვზე 10 ლარიანი დანამატი, რომელიც მეთოდოლოგიაში „უნისეფის“ რეკომენდაციით ჩაიდო. დანამატს ბავშვზე მიიღებს ყველა ოჯახი, მათ შორის, 65 000-100 00 ქულის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ ეს კატეგორია არ იქნება ბენეფიტის მიმღები.
ახალ მეთოდოლოგიას საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გაიოზ თალაკვაძე გააცნობენ. პრეზენტაციაზე ახალ მეთოდოლოგიას შეაფასებს „უნისეფის „ წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი.


Share.

Comments are closed.