სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისპრეზენტაციაგაიმართა

0

imgo19 დეკემბერს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი უწყების – სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ცენტრის შექმნის საჭიროებაზე და სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვისაღნიშნული უწყების მნიშვნელობაზე.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი  მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფოსათვის გადაცემული ა(ა)იპ „აგრო“-სა და შპს „აგრო-ქართუ“-ს ბაზებზეშექმნა. ცენტრის  საქმიანობის მიზანია ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ადგილობრივი გენოფონდის მოძიება-შესწავლა, ახალი ჯიშების გამოცდა-შეფასება, ელიტური სათესლე და სარგავი მასალის წარმოება და სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემების შემუშავება, ნიადაგების (მ.შ. დეგრადირებული) ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესება, ბიოლოგიური მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია, სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების ახალი მეთოდების კვლევა-გავრცელება, მცენარეთა მავნებელ-დაავადებების და სარეველების კვლევა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის დამუშავება.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფლობსდარგობრივ სამეცნიერო ბაზებს:  მრავალწლოვანი კულტურების ბაზა (მცხეთა, სოფ. ჯიღაურაში 80 ჰა, ქართული ენდემური ვაზის ჯიშების საკოლექციო ნარგაობა – 437 ჯიში; უცხოური ვაზის ჯიშების საკოლექციო ნარგაობა – 350 ჯიში, ვაზის საძირეთა და სანამყენეთა საბაზისო სადედეები და სადემონსტრაციო ნაკვეთები, თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების ხეხილის ბაღები – 300-ზე მეტი ჯიში); ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის ბაზა -(მცხეთა, წეროვანი, ახალქალაქი, ვაჩიანი), საცდელ-სადემონტრაციო ნაკვეთებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ვირუსოლოგიისა და ქსოვილის კულტურის (in-vitro) ლაბორატორიები და სხვა ინფრასტრუქტურა.

პრეზენტაციაზე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ დამსწრე საზოგადოებას ცენტრისმუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

2014 წლის შემოდგომაზე 14 მუნიციპალიტეტის სტაციონარულ 15 ნაკვეთზე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიშთა შერჩევისსანერგე მეურნეობაში ჯიშთა გამოცდის პროექტი დაიწყო:  – კონკრეტულირეგიონისათვის მარცვლეული კულტურების  შერჩევის მიზნით,   საშემოდგომო ხობლის 47, ქერის 3, ჭვავის 2, ტრიტიკილეს 1 ჯიში, ასევე ზოგიერთი ბოსტნეული კულტურების 28 ნიმუშიდაითესა.

დამუშავებულია თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერტიფიცირების ტექნიკური რეგლამენტი. ამჟამად მუშავდება კანონპროექტი თესლის შესახებ.

კარტოფილის ელიტური სათესლე მასალის მისაღებად სათბურში 800მ2 დაირგო 12 ჯიში და 10 კლონი.

უკვე დაწყებულია პროექტები სხვადასხვა მიმართულებით:  ხეხილის 80 და ვაზის 55 ჯიშის სამეურნეო-ბიოლოგიური თავისებურებების შესწავლა, მესხური ვაზის ჯიშების მოძიება;კვლევები ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების მავნებლებისა და დაავადებების გამოსავლენად;დამლაშებულ ფართობზე  ნიადაგების კვლევა;საშემოდგომო ხორბლისა და ქერის ადგილობრივი ჯიშების ორგანული წესით მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიური რუკების შექმნა;გამოსაცდელი ბიოპრეპარატების, ბიოსისტემების და სხვა გამოყენების სქემების შექმნა; ძროხის, ღორის, ცხენის, ცხვრის, ფრინველების (ქათამი, ინდაური, ბატი, იხვი) ადგილობრივი ჯიშების მოძიება; ფუტკრის ქართული პოპულაციების (მეგრული, გურული, ქართლური) მოძიება;  ადგილობრივი თევზის (ცისარტყელა კალმახი, რიონის ლოქო და კობრი, სარკისებრი კობრი) ჯიშ-პოპულაციების მოძიება; თუთის აბრეშუმმხვევიას გენოფონდის აღდგენა;

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისპრეზენტაციას ესწრებოდნენ: მთავრობისა და პარლამენტის წევრები,   სამინისტროები და მასში შემავალი უწყებები,  სახელმწიფო რწმუნებულები, საკრებულოების, მუნიციპალიტეტებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, რეგიონალური მომსახურეობის საკონსულტაციო სამსახურები,  საპატრიარქო,არასამთავრობო ორგანიზაციები,  საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები და სხვ.

 


Share.

Comments are closed.