საჯარო მოხელეთა ტესტირებაზე უმრავლესობამ ბარიერი გადალახა – სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით ბოლნისელებმა კარგი შედეგები აჩვენეს

0

1240651_846533688741085_4003725456972108209_nბოლნისის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა საკონკურსო ტესტირებაზე დარეგისტრირებული 258  კონკურსანტიდან   22 გამოცდაზე არ გამოცხადდა,  71-მა  ბარიერი ვერ გადალახა,  165-მა  კი დადებითი შეფასება მიიღო.  კონკურსს მიღმა დარჩენილმა რამოდენიმე  კონკურსანტმა მიღებული შედეგები გაასაჩივრა, სამმა კი გარკვეული ხარვეზების გამო ტესტირებაში ვერ მიიღო მონაწილეობა,  მათ ტესტირება სავარაუდოდ 27 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩაუტარდებათ. აქედან გამომდინარე, საბოლოო შედეგები მას შემდეგ  გახდება ცნობილი, რაც კონკრეტული ვადებით განსაზღვრული  ყველა  პროცედურა დასრულდება.

,,ამ დროის ინფორმაციით 93 მონაწილე გამოეთიშა კონკურსს, თუმცა  რამოდენიმე  კონკურსანტმა გაასაჩივრა მიღებული შეფასება, ამიტომ შესაძლოა საბოლოო შედეგები შეიცვალოს.  ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მექანიკური შეცდომის გამო სამი კონკურსანტის მონაცემები არ იყო გადაგზავნილი გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში, რის გამოც მათ ვერ მიიღეს მონაწილეობა გამოცდებზე, ისინი სავარაუდოდ ტესტირებას 27 დეკემბერს მარნეულში გაივლიან. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით  ჩვენთან საკმაოდ  კარგი მდგომარეობაა. ძალიან მაღალი ქულები მიიღეს, როგორც საჯარო მოხელეებმა,  ისე  გარედან  შემოსულმა კონკურსანტებმა, რასაც მივესალმები. საბოლოო შედეგების შემდეგ დავგეგმავთ გასაუბრების განრიგს, რასაც შევატყობინებთ თითოეულ კონკურსანტს.’’ – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვალენტინა  ნავერიანმა.


Share.

Comments are closed.