საჯარო მოხელეთა გამოცდები 13-14 დეკემბერს ჩატარდება

0

1368776589_936179_499136803485725_1320636704_nგამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ტესტირებას ბოლნისში 13-14 დეკემბერს ჩაატარებს. ყველა კონკურსანტს 12 დეკემბერს მოკლე ტექსტური შეტყობინება მიუვა, სადაც მითითებული იქნება  ინფორმაცია ტესტირებასთან დაკავშირებით.

„კონკურსანტების რაოდენობიდან გამომდინარე ტესტირება ერთ დღეში ვერ დამთავრდება და ვფიქრობ ორ ეტაპად ჩატარდება. თუ რომელ სკოლებში იქნება, რომელ საათზე და რა უნდა იქონიონ თან კონკურსანტებმა ტესტირების დროს, 24 საათით ადრე SMS სახით მიუვათ ტელეფონზე. ტექნიკური მხარის მოწესრიგებას შეფასებისა და გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს“. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა.

შედეგები კონკურსანტს ავტომატურად ტესტირების დამთავრებისთანავე დაუფიქსირდება, რის შემდეგაც დაიგეგმება გასაუბრების დღეები.

Share.

Comments are closed.