სახალხო დამცველის განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანში სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით

0

5416e549b1285ec54a952adeac0508e4_2170საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროზე“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერებისა და საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციის საკითხს.

სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახამად, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ RMG Gold-ის მიერ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევას და ასევე, RMG Gold-ის მიერ შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გარეშე მოწყობილი იყო გროვული გამოტუტვის საწარმოო უბანი, რის გამოც RMG Gold სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა ადმინისტრაცულ სამართალდამრღვევად  და დაედო ადმინისტრაციული სახდელი.

ამასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საყდრისი-ყაჩაღიანისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე მიმდინარეობს სასამართლო დავა. აღნიშნულის მიუხედავად, მიმდინარე წლის 13 დეკემბერს RMG Gold-ის მიერ კვლავ განახლდა სამთო-მოპოვებითი სამუშაოები.

საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შექმნას სამუშაო ჯგუფი და უზრუნველყოს პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა.

 

Share.

Leave A Reply