საყდრისში სამუშაოების განახლების მეორე დღე და ორი პროტესტი

0

10864221_315242162010346_849328901_oსაყდრისში სამუშაოების განახლებას პროტესტი მოჰყვა, საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გრძელდება. დღეს დილიდან ,,საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის’’ წევრების მიერ დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობა და კომპანიის თანამშრომლები შეიკრიბნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია ,,არემჯი’’ შეაჩერებს მადნის მოპოვებას მათ უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ, რაც გაცილებით გაზრდის უმუშევართა რიცხვს. აქციის წევრები ამბობენ, რომ საბადოს არანაირი ისტორიული მნიშვნელობა არ ჰქონია და ამის თაობაზე შესაბამისი დასკვნა მეცნიერებმაც დადეს.

„მოსახლეობის სახელით ლაპარაკს ვაპროტესტებ, ვითომ კომიტეტის წევრები თბილისიდან ადგილობრივების მხარდასაჭერად და კულტურული ძეგლის დასაცავად მოდიან? ნუთუ მათ ასე ადარდებთ ხალხის ბედი, საყდრისი არ არი კულტურული ძეგლი, ამის შესახებ დასკვნა დაიდო. დაბაში მცხოვრებ მოხუცებს არ ახსოვთ მსგავსი სიტუაცია საყდრისთან დაკავშირებით, საინტერესოა ეხლა გახდა კულტურული ძეგლი, ეხლა რომ ალაპარაკდნენ? ისტორიული და კულტურული ძეგლები მრავლად გვაქვს და მათ მივხედოთ. აცადონ ხალხს მუშაობა, საყდრისის გადახსნით იქნებ გაჩნდეს დასაქმების პერსპექტივა და რამე ეშველოს ხალხს’’- აცხადებს დაბის მაცხოვრებელი დავით ჯაყელი.

გიორგი მუშკუდიანი, კომპანია ,,არემჯის’’ თანამშრომელი:

– ჩვენ გვინდა მუშაობა, საწარმო არ უნდა გაჩერდეს. კომპანიაში დასაქმებული 3000 ადამიანი ცოტა არ არის, გარდა ამისა აქედან გადახდილი თანხით ივსება ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლითაც უამრავი ადამიანი ფინანსდება, თუ გაჩერდა მუშაობა დავრჩებით ყველა ლუკმა-პურის გარეშე.

საყდრის -ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ხმაური კომპანია ,,არემჯის’’ მიერ დაწყებულმა სამთო-მოპოვებითმა სამუშაოებმა გამოიწვია, რასაც საყდრისის დაცვის კომიტეტი რამდენიმე თვიანი აქციებით აპროტესტებდა, უკვე მეორე დღეა მათთან ერთად საყდრისის ტერიტორიაზე იმყოფებიან ხელოვნებადმცოდნეები, არქეოლოგები, სტუდენტური მოძრაობა ,,მწვანე ბლოკი’’, ,,ძეგლის მეგობრები’’, რომლებიც აპროტესტებენ კომპანიის მიერ დაწყებულ სამუშაოებს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ ,,არემჯის’’დაცვის თანამშრომლები და პოლიცია.

,,საყდრისის ნგრევა უნდა შეჩერდეს, რადგან უკანონოდ მიმდინარეობს სამუშაოები, საყდრისი ინარჩუნებს არქეოლოგიური ძეგლის სტატუსს, ვითხოვთ პასუხისგებაში მიეცენ დაუყოვნებლივ კულტურის მინისტრი და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომლებმაც დაანგრიეს და ჩვენ თვალწინ ააფეთქეს კულტურული მემკვიდრეობა. მრცხვენია ამ ქვეყანაში ცხოვრება, მაინტერესებს, როგორ შეუძლიათ დაიცვან ოშკი და იშხანი, როცა საკუთარი ხელით დაანგრიეს საყდრისი’’- განაცხადა ,,დაიცავი საყდრისის კომიტეტის წევრმა’’ირაკლი ლომიძემ.

სალომე ჭანტურიძე, სტუდენტური მოძრაობა ,,მწვანე მუშტი’’:

– დაპირისპირებას არავისთან არ ვაპირებთ, მოსახლეობა არაფერ შუაშია, ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ერთად უნდა დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი მიზანია ვისაუბროთ ძეგლის მნიშვნელობაზე, რაზეც ქადაგების დროს პატრიარქმაც განცხადება გააკეთა, მან დაგმო ვანდალური ფაქტი და ვინც ეს ჩაიდინა მათი დასჯა ითხოვა. მათ ნამდვილად უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე.

შეგახსენებთ, 13 დეკემბერს კომპანია „არემჯი”- მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოები სრული კანონის დაცვით განახლდა.

„არემჯიმ” საყდრისში სამუშაოები განაახლა 10860366_315241712010391_1491896352_o

10856126_315242075343688_639056018_o

10855857_315242108677018_1807109302_o

Share.

Leave A Reply