საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება

0
6f939f9419b921444dd23ce980feb937საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით “თავისუფალი დემოკრატების” ინციატივას გუშინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
58 მომხრე 14 წინააღმდეგი – დეპუტატებმა “თავისუფალი დემოკრატების” მოსაზრება გაითვალისწინეს.
საგამოძიებო კომისიის შექმნას ხმა მისცეს ფრაქცია ,,რესპუბლიკელების” წევრებმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, საპარლამენტო უმცირესობის, ფრაქცია “ეროვნული ფორუმის” წევრებმა და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატმა.
საპარლამენტო კომისიის შექმნის წინააღმდეგი იყო “ქართული ოცნების” ფრაქცია.
“თავისუფალი დემოკრატები” საყდრისზე არსებული მდგომარეობის შესწავლას და იქ მიმდინარე სამუშაოების დროულად შეჩერებას ითხოვდნენ. როგორც “თავისუფალი დემოკრატების” წევრები აცხადებდნენ, პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიმდინარე სამუშაოების კანონიერება უნდა შეისწავლოს.
Share.

Comments are closed.