საქართველოში ღვინის მუზეუმი დაარსდება

0

GIO_8848პრემიერ–მინისტრის ინიციატივაზე, საქართველოში ღვინის მუზეუმი დაარსების შესახებ, იმსჯელეს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.  პროექტის ფარგლებში,  თბილისს ღვინის კულტურის ცივილიზაციის ფონდის დამფუძნებელი სანტიაგო ვივანკო ეწვია. მსოფლიოში ცნობილი ვივანკოს დინასტიის წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მუზეუმის იდეასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო.

სანტიაგო ვივანკო, რომელიც  ასევე ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის ბორდის წევრია, გამოთქვამს მზაობას, მონაწილეობა მიიღოს საქართველოში ღვინის მუზეუმის განხორციელების პროექტში და იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

„ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა ღვინის მწარმოებელ  ქვეყანაში სტუმრობა. მოხარული ვარ, მხარი დავუჭირო ისეთ მნიშნვნელოვან პროექტს, როგორიცაა ღვინის მუზეუმი საქართველოში, რადგანაც თქვენი ღვინო მსოფლიო ღვინოების მამაა.  ვფიქრობ, ყველა ადამიანმა, ვისაც ღვინო უყვარს, უნდა მოინახულოს საქართველო,“–განაცხადა სანტიაგო ვივანკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში  ზურაბ პოლოლიკაშვილი დაესწრნენ.


Share.

Comments are closed.