საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლნისის ნორჩ ფეხბურთელებს საჩუქარი გაუკეთა

0

10886253_10152912454237230_456967786_o„ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ „სიონის“ გუნდი დავაბრუნოთ ბოლნისის მოედანზე და გაგრძელდეს ის საფეხბურთო ტრადიცია, რომელიც ყოველთვის იყო ბოლნისში“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან საქართველოს ჭაბუკთა და ელიტ ლიგაზე მოასპარეზე ბოლნისის ასაკობრივ გუნდებს საჩუქრად 100 ბურთი და სპორტული ინვენტარი გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის წარმომადგენლები, ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები და ფეხბურთელები ესწრებოდნენ.

„მართალია ჩვენს ფეხბურთელებს ამჟამად არასახარბიელო მდგომარეობა აქვთ, თუმცა ბოლნისს დღეს ჰყავს ისეთი ხელმძღვანელი, რომელთანაც ძალიან მიადვილდება ფეხბურთის სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბარი. სწორედ მისი ხელშეწყობით უახლოეს მომავალში მოხდება ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია და ჩვენი გუნდი შეძლებს აქ ვარჯიშს, გარდა ამისა იგეგმება საფეხბურთო სკოლის გახსნა, რაც  დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და სტიმულია ამ პატარა ფეხბურთელებისთვის“– აღნიშნა შეხვედრაზე ბოლნისის საფეხბურთო კლუბ „სიონის“ გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შეხვედრაზე ისაუბრა ფეხბურთთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე და მოისმინა მწვრთნელების შეხედულებები.

„ბოლო პერიოდში  გვქონდა საქმიანი შეხვედრები ფეხბურთის ფედერაციასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუციის  პროექტთან, სწორედ ამ შეხვედრაზე გამოიკვეთა საჭიროება ასაკობრივი გუნდების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამიტომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩვენი ყოველგვარი თხოვნის გარეშე გამოთქვა სურვილი, რომ ასაკობრივი გუნდებისთვის გადმოეცა მაღალი ხარისხის 100 საფეხბურთო ბურთი და სპორტული ინვენტარი, რომელიც გამოადგებათ წვრთნის პროცესში, მინდა ამისათვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ზვიად სიჭინავას. ის ასევე დაგვპირდა, რომ  გადმოგვცემს ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტს, რის საფუძველზეც მოხდება სტადიონის რეაბილიტაცია და სავარაუდოდ გაზაფხულისთვის, მას შემდეგ რაც სამშენებლო სამუშაოები დასრულდება, ჩვენი გუნდი დაიწყებს თამაშს საკუთარ სტადიონზე.

პატარა ფეხბურთელებს კი ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ ჩვენგან, რომ ჩამოყალიბდნენ ძლიერ ფეხბურთელებად. ვფიქრობ 2-3 წელში ბოლნისს ექნება მაღალ დონეზე, რამოდენიმე მოედნით, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი საფეხბურთო სკოლა, რომლის მოდელიც იქნება აღებული ევროპის რომელიმე სკოლიდან“. – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

 

10887357_870381093023011_7848519953662514752_o

10883063_10152912444382230_1369022347_o 10884339_10152912442977230_2080718107_o 10849567_10152912454322230_1465990944_o

Share.

Comments are closed.