საქალაქო ბიბლიოთეკის მკითხველებმა მოხუცთა სახლში ღონისძიება გამართეს

0

10872692_705306622917416_371596148_nმუნიციპალიტეტის გამგეობის და საქალაქო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა დამდეგი ახალი წელი მოხუცთა სახლ „ჭაღარას“ მცხოვრებლებს მიულოცეს. საქალაქო ბიბლიოთეკის ინიციტივით აქტიურმა მკითხველებმა ლამაზი ღონისძიებით გაამხიარულეს მოხუცები. ახალგაზრდებმა სიმღერები შეასრულეს  ხალხურ საკრავებზე, ხოლო პოეტმა ალექსანდრე ჩალაძემ საკუთარი ლექსები წაიკითა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც მოხუცებთან ხელდამშვენებულები მივიდნენ, საახალწლო ტკბილეული მიუტანეს და დამდეგი შობა -ახალი წელი მიულოცეს.

ლია ბუბუტეიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების კურატორი:

– სასიამოვნო ღონისძიება გამოვიდა. ნიკოლოზობა და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ მოხუცებს. მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანადგომა. ძალიან მიხაროდა მათი ბედნიერი სახეების ყურება. დიდ მადლობას ვუხდი საქალაქო ბიბლიოთეკას და მის მკითხველებს.

მაშა კარადავიდოვა, მოხუცთა სახლ „ჭაღარას“ ხელმძღვანელი:

– უღრმეს მადლობას მოვახსენებ საქალაქო ბიბლიოთეკას და ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს მობრძანებისთვის. მოგვილოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და ულამაზესი ღონისძიება აჩუქეს ჩვენს მოხუცებს. მინდა ყველა ბოლნისელს და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო.

10822723_705306709584074_605617087_n 10850541_705306756250736_209084831_n


Share.

Comments are closed.