„განთიადის“ ბენიფიციარებმა 2014 წელი ღონისძიებით გააცილეს. ცენტრის მეგობარმა ორგანიზაციამ ,,Sos Kinder dorf”-მა ზეიმი გაალამაზა. ანიმატორებმა სხვადასხვა გმირებით გაამხიარულეს პატარები. სანტა-კლაუსმა ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაესწრო. გოგი მეშველიანს სოფელ ხიდისყურიდან მოწვეული სტუმარი განთიადის ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემაზე ესაუბრა. ბენეფიციარებს გადასაადგილებლად მიკროავტობუსი მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე ემსახურება, მან სოფლებშიც ითხოვა აღნიშნული მარშრუტის დანიშვნა, რაზეც გამგებლისგან თანხმობა მიიღო.
სარეაბილიტაციო დღის ცენტრში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
0
Share.