როგორ მოიპარა გრინჩმა ნაძვის ხე

0

961521_708289282619150_264627661_n24 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლმა პატარებს საახალწლო მიუზიკლი სახელწოდებით „როგორ მოიპარა გრინჩმა ნაძვის ხე“ წარმოადგინა. მიუზიკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა და დარბაზი გაბრწყინებული თვალებით დატოვეს პატარა მაყურებლებმა.

„ბედნიერი ვარ, რომ ყველა კმაყოფილია და ამდენ გაბრწყინებულ თვალებს ვხედავ, ჩვენი სამსახური  მიუზიკლისთვის შემოდგომიდან ემზადებოდა და შრომა დაგვიფასდა კიდეც. მადლობა მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი მეშველიანს გვერდში დგომისთვის, კულტურის ცენტრს, მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს,  კულტურის სახლის ყველა თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის და განსაკუთრებით დიდი მადლობა ნუგზარ ჭითანავას, რომელიც ყოველთვის მხარში გვიდგას. აღსანიშნავია, რომ არცერთი ჩემი თანამშრომელი, რომელიც მიუზიკლში მონაწილეობდა არ არის პროფესიონალი მსახიობი, მაგრამ ყველანაირად ეცადნენ ბავშვებისათვის საინტერესო ზღაპარი წარმოედგინათ. განმეორებითი ჩვენება 26 დეკემბერს გვექნება და კიდევ ერთხელ გავახარებთ პატარებს“. –აღნიშნა bolnisi.ge-თან კულტურის სახლის მენეჯერმა მზევიკო ხომასურიძემ.

10859526_708289235952488_1359980532_n 10877573_708289329285812_1095352229_n 10877817_708289109285834_1261166071_n 10881422_708289412619137_216027051_n 10882809_708289389285806_302889867_o


Share.

Comments are closed.