რა განცხადებები კეთდებოდა „არემჯი“-ს თანამშრომლების აქციაზე

0

10872165_902074823135994_1523417448_n „ნუ დაგვტოვებენ მშიერს“ „რატომ არ იცავთ ჩვენ ინტერესებს?“ „საია გრანტებს ჭამს, ჩვენ რა ვჭამოთ?“ „ლიცენზიის შეწყვეტა ჩვენი შიმშილია“. „მოგვცენ  ასრებობის ლიცენზია“. „პრეზიდენტო ვინ შეინახავს ჩვენს ოჯახებს?“ – ამ და მსგავსი შეძახილებით დღეს დილიდან კომპანია  „არემჯის“ თანამშრომლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ, ისინი გიორგი მარგველაშვილის განცხადებას აპროტესტებდნენ და მასთან შეხვედრას ითხოვდნენ, „გვინდა პასუხი მოვთხოვოთ  პრეზიდენტს, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება. ის აღნიშნავს, რომ საყდარისთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურები სანამ არ დასრულდება უნდა შეაჩეროს კომპანიამ მუშაობა ამ ტერიტორიაზე. მე მაინტერესებს თუ აქვს გიორგი მარგველაშვილს ალტერნატიული გზა, იმ შემთხვევაში თუ საწარმო არ იფუნქციონერებს, რას სთავაზობს ხალხს.”-  აღნიშნა „არემჯი კოპერის“ პროფკავშირების თავჯდომარემ ცირა მენთეშაშვილმა.

გიორგი ნასყიდაშვილი საწარმოს თანამშრომელი:

– პრეზიდენტის განცხადება ცალმხრივია, მან მოუსმინა არასამთავრობო ორგანიზაზიებს და მათგან არასწორი ინფორმაცია მიიღო, აუცილებლად უნდა მოუსმინოს მეორე მხარესაც, საწარმოს თანამშრომლების, 3000 ადამიანის ბედი ერთი ხელის მოსმით არ უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ვითხოვთ, საწარმოს გაჩერება ჩვენთვის დამღუპველია, სამწუხაროდ პრეზიდენტმა არ ისურვა აეხსნა ჩვენთვის რატომ გააკეთა ამ სახის განცხადება.

 ელზა ბიძინაშვილი საწარმოს თანამშრომელი:

მთლიანად საწარმოზე ვართ დამოკიდებული, რომ დაიკეტოს რით ვირჩინოთ თავი, ხელფასია ჩვენი ერთდათერთი შემოსავალი, ხალხს ისედაც უკიდურესად უჭირს, ისიც რომ დავკარგოთ სად წავიდეთ? სტუდენტები გვყავს შესანახი, ბანკში კრედიტებს ვიხდით, არასამთავროებს არ ადარდებს ჩვენი ბედი, ისინი თავის საქმეს იკეთებენ, თუ საწარმო არ იმუშავებს მათხოვრებათ ვიქცევით.

გია მუშკუდიანი საწარმოს თანამშრომელი:

– მთელი რაიონი მოითხოვს რომ მუშაობა გაგრძელდეს, კომპანიის მუშაობს გაჩერების შემთხვევაში უკიდურესი გაჭირვება დაიწყება, მთლიანად პარალიზებული იქნება ბოლნისი, არავის ახსოვს საყდრისზე მსგავსი ამბავი, ეხლა გახდა კულტურული ძეგლი? რატომ მაშინ არ ზრუნავდნენ ნაგავსაყრელად რომ იყო ქცეული?

კომპანიის თანამშრომლებმა პრეზიდენტის რეზიდენციიდან მთავრობის კანცელარიისკენ მსვლელობა მოაწყვეს, ისინი პრემიერ მინსტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. თანმშრომლები ირაკლი ღარიბაშვილს კომპანიასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას კიდევ ერთხელ სთხოვდნენ. „კომპანიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა, 3000 ადამიანი და მთლიანად ბოლნისი არ უნდა დარჩეს შემოსავლის გარეშე.“-  სწორედ ამ პოზიციის დაფიქსირებას ვითხოვთ. პრემიერი ნამდვილად ხალხის გვერდით დგას .“ – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები

აქციიზე ეროვნული მოძრაობის წევრი ლეილა ცომაია გამოჩნდა:  „ამ მშრომელ მასას ხელისუფლება იყენებს მსოფლიო ცივილიზაციის ძეგლის განადგურებისთვის, განა რამდენი წელი უნდა იმუშაოს ამ ხალხმა ამ ტერიტორიაზე რომ გამოკვებონ ოჯახები. ერთი წელი მაქსიმუმ, ამის შემდეგ ამოიწურება აქ ოქრო, მერე რა უნდა ქნან? ერთი წლის გამო ანგრევენ უდიდესი მნიშვნელობის კულტურის კერას.“ – საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირებას აქციის მონაწილეები მშვიდად შეხვდნენ, მაგრამ ექსცესების თავიდან ასაცილებლად ცომაიას აქციის დატოვებისკენ მოუწოდეს.


Share.

Leave A Reply