ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა

0

daneliaსოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის – „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ – ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროექტების და გაწეული მუშაობის შედეგები შეაჯამა.

,,მას შემდეგ, რაც  ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა რეალურ პრიორიტეტად გამოაცხადა, ორი წლის მანძილზე კომპლექსურად გატარდა ქმედითი, მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებები.სოფლად გაჩნდა იმედი და განცდა იმისა, რომ სახელმწიფო რეალურად ფიქრობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ფიქრობს გლეხზე, ფერმერზე და მეწარმეზე. ყველა იმ პროექტით, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, შესაძლებელი გახდა გლეხებისა და ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი. 2013-2014 წლებში მთავრობის ძალისხმევისა და კერძო სექტორის, ასევე, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა წარმოების ზრდის, საექსპორტო ბაზრების გაფართოების და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.  როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეტაპობრივად იქმნება ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალურად დაახლოებს სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელ ეროვნულ კანონმდებლობას. აქტიური მუშაობამიმდინარეობს ქვეყანაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაზრდის, უსაფრთხოების, საექსპორტო ბაზრების გაზრდის მიმართულებით.  სოფლის მეურნეობის დარგი ეტაპობრივად მიმზიდველი გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის.სახელმწიფოს ამ პოლიტიკის და სწორიმიდგომების შედეგია, რომ

  • „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში: 2013 წელს – მთლიანობაში 710.385 ბენეფიციარმა  მიიღო 195 მლნ ლარზე მეტი ღირებულების დახმარება. 2014 წელს –   პროექტში ჩაერთო 757,145 ბენეფიციარი, ვინც 82,564,768 ლარისღირებულებისსარგებელიმიიღო. 627,313 ბენეფიციარმააგრობარათით  51,895,536 ლარისღირებულებისსასოფლო-სამეურნეოპროდუქცია შეიძინა.
  • ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ფარგლებში, დღეისათვის გაცემულია – 24,778  სესხი;   ჯამური ღირებულებით    651 მლნ ლარამდე. დაფინანსებულია 89 ახალი საწარმო, ხოლო გაფართოება/გადაიარაღებისთვის  დაფინანსებულია 580 საწარმო.
  • სასოფლოსამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, დამტკიცებულია 16 პროექტი. დამტკიცებული თანხა 12 მლნ დოლარამდეა.
  • 2014 წლის პირველი სექტემბრიდან აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდააღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის 95%-მდე სუბსიდირებას. დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, დაზღვეულია ჯამში 13,008 ჰა მიწის ნაკვეთი. დაზღვეული პოლისების რაოდენობაა  18,753. სააგენტოს მიერ გადასახდელმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა  10 მლნ ლარზე მეტი.
  • ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, 28 ნოემბრის მონაცემებით საწარმოებმა ფერმერებისგან  42 114 ტონაზე მეტი  ვაშლი ჩაიბარეს. სუბსიდიის თანხამ  3,223 ლარი შეადგინა.
  • 2013-2014 წლებში განხორციელდა სამეწარმეო ციტრუსის სუბსიდიის პროექტი.
  • სამელიორაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, დღეის მონაცემებით გასარწყავებულია 88 ათასი და დაშრობილია 25 ათასი ჰექტარი.
  • წარმატებული რთველის შედეგად, 2013 წელს- გადამუშავდა 92 ათასი ტონა ყურძენი, მოსახლეობის შემოსავლებმა 100 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. 2014 წელს -საერთო ჯამში გადამუშავდა 124 ათას ტონამდე ყურძენი, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 174 მლნ ლარს გადააჭარბა.
  • სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა 376 კოოპერატივს, მათ შორის 99 კოოპერატივი მაღალმთიან რეგიონშია. კოოპერატივებში გაერთიანებულია  2956 მეპაიე. კოოპერატივებისთვისუკვე გაცემულია: მოტობლოკების კომპლექტი – 169, დამატებითი ხელის სათესი – 117.
  • 2013 წელს ღვინის ექსპორტმა 46,7 მლნ ბოთლი შეადგინა. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით კი უკვე 49,3 მლნ ბოთლს გადააჭარბა.
  • 2014 წელს პირველად შემუშავდა „რძისა და რძის ნაწარმისა“ და „თაფლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტები
  • 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებით გაააქტიურა სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფო კონტროლი; კერძოდ: ინსპექტირების რაოდენობა გაზრდილია 3-ჯერ, ხოლო საჯარიმო სანქციების რაოდენობა გაზრდილია 7-ჯერ (ბოლო 3 წლის მაჩვენებელთან მიმართებაში)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო.2015 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მზად იქნება ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სურსათის კვლევის სრული სპექტრის ჩასატარებლად.
  • შეიქმნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
  • ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაიხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, აღნიშნულს ემატება დსთ-ს სივრცე და თურქეთი (დაახლოებით 900 მლნ)
  • საქართველო ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
  • საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) 51-ე წევრად აირჩიეს.

Share.

Comments are closed.