მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მოხუცთა სახლ „ჭაღარას“ სტუმრობდა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოადგილეებთან ერთად დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა მოხუცებს, დღეგრძელობა უსურვა და საახალწლო ტკბილეული მიუტანა. გოგი მეშველიანი ბენეფიციარების საცხოვრებელი პირობებით დაინტერესდა.
„დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოხუცებს ტკბილეული მოუტანა და შობა-ახალი წელი მიულოცა, ხშირად იჩენენ ყურადღებას ჩვენი ბენეფიციარების მიმართ, ძალიან მოხარულები ვართ, მინდა მეც მივულოცო ახალი წელი ყველას, ღმერთმა წარმატებები მოგვცეს“. –აღნიშნა მოხუცთა სახლ „ჭაღარას“ დირექტორმა მარია გუროვანიდისმა.