მიხეილ გიორგაძე – საყდრისის საბადოს ტერიტორიიდან ამოღებულ არტეფაქტებს დაცულ სივრცეში გადაიტანენ

0

mikheil_giorgadze_14218მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ საყდრისის საბადოს ტერიტორიიდან ამოღებულ არტეფაქტებს უახლოეს დღეებში დაცულ სივრცეში გადაიტანენ. მინისტრის განმარტებით დაცულ სივრცეში არქტეფაქტების დახარისხება-გაწმენდა მოხდება, რაშიც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

“ამის შემდგომ მათ სამუზეუმო ექსპოზიციაში გამოვიყენებთ. ცხადია, რომ მუზეუმის კონცეფციის, მისი ფორმატის შემუშავებაში ძალიან ფართოდ და აქტიურად იქნება ჩართული, პირველ რიგში ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო პოტენციალი, ჩვენ ასევე მოვიწვევთ იმ საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფის წევრებს, ვინც ამ ობიექტზე წლების განმავლობაში მუშაობდა და პრაქტიკულად, ყველა დაინტერესებულ პირს დავპატიჟებთ, რომ ამ კონცეფციის შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა. ასე რომ, ეს არ იქნება რომელიმე ერთი უწყების, ან რამდენიმე ადამიანის გადასაწყვეტი საკითხი. მაქსიმალურად ფართოდ იქნება ეს გაშლილი ჩვენს საზოგადოებაში”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.


Share.

Comments are closed.