ლარის კურსთან დაკავშირებით სწორი და ეფექტური პოლიტიკის გასატარებლად, საქართველოს მთავრობა სრულ კოორდინაციაშია ეროვნულ ბანკთან

0

BESO6890ლარის კურსთან დაკავშირებით სწორი და ეფექტური პოლიტიკის გასატარებლად, საქართველოს მთავრობა სრულ კოორდინაციაშია ეროვნულ ბანკთან და რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს.

კონკრეტულ ღონისძიებებზე იმსჯელეს შეხვედრაზე,  რომელიც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან დაეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში შექმნილი აჟიოტაჟი უარყოფითად აისახება პროცესზე, ამიტომმთავრობის მეთაურმა მოუწოდა მედიას და პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისგან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლარის კურსის არსებული მერყეობა სტაბილური ვალუტებისთვის დამახასიათებელი მერყეობის პარამეტრებში ჯდება.ეკონომიკური გუნდის ინფორმაციით, მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე დოლარის კურსი გამყარებულია ყველა ძირითადი ვალუტის მიმართ, რაც თავისთავადაისახება ლარი/დოლარის კურსზე.

საქართველოს ხელისუფლება ატარებს თანმიმდევრულ პოლიტიკას, შესაბამისად, ფინანსურ სტაბილურობას და ლარის კურსს გრძელვადიან პერიოდში საფრთხე არ ემუქრება.

დღესვე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს და სრულ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.

 


Share.

Comments are closed.