კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება გრძელდება

0

25.10ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ლიზა მეტრეველის, ლარისა ნიგმატულინას და თამარ ასლანიშვილის მრავალშვილიან ოჯახებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწიათ, მათ  1000 ლარის ინვენტარი და კვების პროდუქტები გადაეცათ.

„კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გადაუდებელი დახმარება“ გრძელდება. სამინისტროს ინიციატივით მრავალშვილიანი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახები 1000 ლარის ფარგლებში ერთჯერად მატერიალურ დახმარებას იღებენ. რა საჭიროებები აქვთ ოჯახებს, ამას ბენეფიციარები თავად საზღვრავენ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ კომისიაში  განცხადებების განხილვა გრძელდება, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე განცხადებაა გადაგზავნილი, კრიზისული ოჯახების დახმარება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„აღნიშნული პროგრამა ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც მუშაობს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების განცხადებების საფუძველზე. სოციალური მუშაკი ადგილზე სწავლობს  არსებულ სიტუაციას, ვწერთ სპეციალურ შეფასებას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროში ვაგზავნით და კომისია განიხილავს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ეტაპობრივად ხდება კრიზისული ოჯახების დახმარება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამ ოჯახს მეორე ეტაპით გაეწიათ დახმარება, მათ 1000 ლარის ფარგლებში კვების პროდუქტებთან ერთად ინვენტარი გადაეცათ“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო მანაგაძემ.

კრიზისული ოჯახებისთვის გადასაცემი პროდუქტების ტრანსპორტირება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უზრუნველყო.


Share.

Comments are closed.