კომუნალური მეურნეობა ტრადიციას აგრძელებს

0

1467219_875289362532184_8977441927942268417_nშ.პ.ს. ,,კომუნალური მეურნეობის” 54 თანამშრომელს დამდეგი 2015 წელი შ.პ.ს. ,,კომუნალური მეურნეობის” ადმინისტრაციამ მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა. ნობათში შაქარი, ბრინჯი, მაკარონი, ზეთი, ყავა და ტკბილეული შედის. საჩუქრები მეეზოვეებს გადაეცათ, იმ ადამიანებს, რომლებიც დილის 4 საათიდან იწყებენ საკუთარი ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვას.
,,ბოლო ექვსი წელია რაც წლის ბოლოს საახალწლო საჩუქრების გადაცემა ჩვენს სამსახურში ტრადიციად იქცა. მადლობასთან ერთად,  იმ ადამიანებს გადავეცით სიმბოლური საჩუქარი, რომლებიც დღენიადაგ ზრუნავენ ქალაქის სისუფთავეზე. ნობათისთვის თანხა საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის რაიონულმა ორგანიზაციამ გამოყო. ბედნიერი ვარ, რომ ამ ჟესტით ჩემი მათდამი უდიდესი პატივისცემა გამოვხატე”, – განაცხადა შ.პ.ს. ,,კომუნალური მეურნეობის” დირექტორმა შმაგი სვანიძემ.

Share.

Comments are closed.