ირაკლი ღარიბაშვილი – „ძალიან მყარად ვდგავარ”

0

380_45999_379671_905550_766550003436078_3849705759074857192_o_650საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის უპრეცედენტო ზრდა, ლარის კურსის გამყარება, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები იყო მთავარი თემები, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

· ლარის კურსი მყარდება

· ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-ს გადააჭარბებს

· 2014 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 99%-ით აღემატება

· საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე დასრულებულია

„ჩემი მთავარი დასაყრდენია ჩემი სიმართლე, რითაც აქამდე მოვედი ცხოვრებაში. მე ასე ვმუშაობ. მინდა დავამშვიდო ადამიანები, რომლებიც ფარისევლურად ღელავდნენ, თითქოს საყრდენი გამომაცალეს. მე ძალიან მყარად ვდგავარ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


Share.

Comments are closed.