ირაკლი ღარიბაშვილი – „ლარის კურსთან დაკავშირებით სიტუაციას ვაკონტროლებთ“

0

lari_02548„ლარის კურსთან დაკავშირებით სიტუაციას ვაკონტროლებთ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ამ საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რომელიც მიბმულია რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმით, სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის და საჭიროების შემთხვევაში, მის დარეგულირებაში ეროვნული ბანკი ჩაერევა.


Share.

Comments are closed.