ინტერნეტ გამოკითხვა დასრულდა

0

54375_357071821047532_1008391079_oინტერნეტ გამოკითხვა, რომელზე აქტიურობამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა დასრულდა. ორი კვირის მანძილზე გამოკითხვა ჩვენს პორტალზე იყო განთავსებული და მასში წარდგენილ ნომინანტებს მკითხველი ხმას აძლევდა.

გაზეთის ჩანაფიქრი – წინასაახალწლოდ ბოლნისი გაგვეაქტიურებინა იმაზე მეტად შესრულდა, ვიდრე მოველოდით. ფავორიტები გამოკითხვის დაწყებისთანავე გამოვლინდნენ, თუმცა ზოგიერთ ნომინაციაში საბოლოო სურათი რადიკალურად განსხვავდება პირველი დღეების მაჩვენებლისგან.

ნომინაციაში 2014 წლის პედაგოგი წარდგენილნი იყვნენ: ნესტან ხვისტანი, ლეილა მაღრაძე, ნატალია მიქელაძე, ზოია როსტომიანი, ლეილა ალადაშვილი, ნინო კოდიაშვილი, ქეთევან აფაქიძე, მადონა ლომსაძე, ინგა ანდიაშვილი.

წლის პედაგოგი გახდა ინგა ანდიაშვილი.

პედაგოგი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნომინაციაში 2014 წლის სპორტსმენი წარდგენილნი იყვნენ: გიორგი გაფრინდაშვილი („სიონი”), შოთა აქულაშვილი (შერეული ორთაბრძოლა), თემურ სოხაძე („ყოჩები”), ბექა ვიბლიანი (ძიუდო), დიმიტრი ბასილაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), გიორგი აბრამიშვილი (კალათბურთი), ვახტანგ ლაბაძე (მკლავჭიდი), ნოდარ ბერიანი (სამბო), სოფო პაპიაშვილი (ფრენბურთი).

წლის სპოტსმენის ტიტული მოიპოვა დიმიტრი ბასილაშვილმა.

სპორტსმენი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნომინაციაში 2014 წლის ხელოვანი წარდგენილნი იყვნენ: სალომე წიქორიძე, შოთა ადამაშვილი, თამარ ბობოხიძე, ზაზა მარტიაშვილი, გია ღვინერია, ნუნუ ტოგონიძე.

გამარჯვებული გახდა სალომე წიქორიძე.

ხელოვანი

 

 

 

 

 

ნომინაციაში 2014 წლის მოვლენა წარდგენილი იყო: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გაზიფიცირება, კინოთეატრის შენობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა.

წლის მოვლენად შეფასდა კინოთეატრის შენობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა.

წლის მოვლენა

 

 

 

 

 

 

 

ნომინაციაში 2014 წლის კომპანია წარდგენილი იყო: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი, ენერგო-პრო ჯორჯია,  „ABD Georgia” (აკაურთის მეღორეობის კომპლექსი), კომპანია „არემჯი”, „სავანეთი”.

ნომინაციაში გამარჯვება  კომპანია „არემჯი”-მ მოიპოვა.

კომპანია

 

 

 

 

 

 

 

ნომინაციაში 2014  წლის პოლიტიკოსი წარდგენილნი იყვნენ: დარეჯან ჩხეტიანი, გოგი მეშველიანი, თამაზ ჟორჟოლიანი, კობა ნაყოფია.

წლის პოლიტიკოსის სტატუსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი მეშველიანს ერგო.

პოლიტიკოსი

 

 

 

 

 

ნომინაციაში 2014 წლის საჯარო მოხელე წარდგენილნი იყვნენ: დავით შერეზადიშვილი, ვალენტინა  ნავერიანი, ლონგინოზ გასანოვი, კობა ჟღენტი, ოთარ ხუტიაშვილი, ბესო რეხვიაშვილი, კონსტანტინე კორძაძე, იროდი უგრეხელიძე, მერაბ ხაჭიპერაძე, ჯონი ხეცურიანი, მევლუდ ბარლიანი, მიხეილ ხვისტანი, შალვა მჭედლიშვილი.

წლის საჯარო მოხელე დავით შერეზადიშვილი გახდა.

საჯარო მოხელე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნომინაციაში 2014 წლის საპატიო ბოლნისელი წარდგენილნი იყვნენ: მერაბ ტოგონიძე, ოთარ აბულაძე, ზურაბ ერისთავი, ნიარა გოგოლაძე (პედიატრი), ეთერ გოგშელიძე, ეთერ აფაქიძე.

წლის საპატიო მოქალაქის ტიტული მერაბ ტოგონიძეს ერგო.

საპატიო

 

 

 

 

 

 

ასე გამოიყურება შედეგები. რა თქმა უნდა, ეს მონაცემი არ გამოხატავს მთელი ბოლნისის მოსახლეობის აზრს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ გამოკითხვას არ აქვს არანაირი ოფიციალური დატვირთვა.

ყველა ნომინაციაში გამარჯვებული  რედაქციისაგან მიღებს სპეციალურ სიგელს.

მადლობას გიხდით გამოკითხვაში მონაწილეობისთვის, აქტიურობისთვის და გამარჯვებულებს ვულოცავთ.

გაზეთი „ბოლნისის” ყველა ჩვენს მკითხველს, ყველა ბოლნისელს და სრულიად საქართველოს ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს!

 

 

 


Share.

Comments are closed.