დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამაში განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 31 დეკემბერია. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა.
პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის, დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში მაძიებელთა შერჩევას 8 საექიმო სპეციალობაში:
• ზოგადი ქირურგია
• ანესთეზილოგია და რეანიმატოლოგია
• მეანობა-გინეკოლოგია
• შინაგანი მედიცინა
• პედიატრია
• გადაუდებელი მედიცინა
• ნეონატოლოგია
• საოჯახო მედიცინა
მათ პროფესიულ მზადებას სრულად დააფინანსებს სახელმწიფო. პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლებს, რომლებსაც წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა (მათ შორის, იმ მაძიებლებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ დიპლომისშემდგომი განათლება აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/
პროგრამის მიზანია, დიპლომისშემდგომ განათლებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში სამედიცინო სერვისების შენარჩუნება და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა. სულ გათვალისწინებულია 40 ვაკანსია.
დღეის მდგომარეობით, სულ შემოტანილია 3 განცხადება. სამინისტრო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, არ გამოტოვონ ეს შანსი და შემოიტანონ განაცხადი 31 დეკემბრამდე.
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამაში განაცხადის წარდგენის ვადა 31 დეკემბერს იწურება
0
Share.