დაბა კაზრეთის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები 6 ოჯახი მომავალ წელს სოციალურ საცხოვრისში დაიდებს ბინას

0

10881695_873443126050141_817162390001464032_nათეულ წელზე მეტია დაბა კაზრეთის საერთო საცხოვრებელში 6 ოჯახი ცხოვრობს. სოციალურად დაუცველები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან. მაცხოვრებელთა განცხადებით, რამდენიმე წელია ელექტრო ენერგიის გარეშე უწვთ ცხოვრება. უშუქობა საერთო მრიცხველზე დარიცხულმა დავალიანებამ გამოიწვია.
მიმდინარე წლის 17 დეკემბერს ბოლნისის მუნციპალიტეტის გამგეობაში გოგი მეშველიანის სახელზე კოლექტიური განცხადება შემოვიდა. მოსახლეობა გამგებელს შეწყვეტილი ელექტრო ენერგიის მიწოდების აღდგენას სთხოვდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაუყოვნებლივ მოამზადა შუამდგომლობა ს.ს. ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ სახელზე, რათა საცხოვრებელში მხოვრებ ოჯახებს ახალ წლამდე ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგეს. გამგეობა იღებს ვალდებულებას, სრულად დაფაროს არსებული დავალიანება. გარდა ამისა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღებისა და გაცემის წესში გათვალისწინებულია დაბა კაზრეთში მდებარე საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ოჯახების მიერ გაწეული ელექტრო ენერგიის საფასურის ხარჯი.გარდა ამისა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღნიშნულ ოჯახებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მომავალ წელსაც გაუწევს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დღეს საერთო საცხოვრებლეს ესტუმრა და იქ არსებულ პირობებს ადგილზე გაეცნო. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მომავალ წელს დაბა კაზრეთში დაგეგმილი სოციალური საცხოვრისის მშენებლობაზე მიაწოდა ინფორმაცია. გოგი მეშველიანის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ექვსივე ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოხდება.
გოგი მეშველიანმა დღესვე დაბა კარეთში მდებარე ყოფილი ადმინისტრაციული შენობა მოინახულა, რომლის რეაბილიტაციაც 2015 წელს იგეგმება.
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა აპირებს აღნიშნული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ დაბა კაზრეთში შერჩეული იქნა ყოფილი ადმინისტრაციული შენობა, რომელსაც ჩაუტარდება რეკონსტრუქცია სოციალური საცხოვრისის ფუნქციის მისანიჭებლად. აღნიშნულ სამუშაოებზე საპროექტო დოკუმენტაცია უკვე შესყიდულია, რომელიც ითვალისწინებს შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებს ელექტრო ენერგიის, გაზმომარაგებისა და წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების გათვალისწინებით. სამშენებლო სამუშოების განხორციელება მომავალი წლის გაზაფხულიდან იგეგმება. შენობის რეაბილიტირების შემდეგ, შესაძლებელი გახდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მათ შორის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები 6 ოჯახის შესახლება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

1924393_873441882716932_1002609591428583821_n


Share.

Comments are closed.