გოგი მეშველიანმა ბერძენაძეების ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

0

10872732_874611252599995_8682560540703327587_oსაახალწლო ამანათით ხელდამშვენებული მივიდა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი მამია ბერძნაძის ოჯახში, მამია და ჟენია ბერძენაძეების ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც ოჯახის დიასახლისის წამლის ფულად არ ყოფნის, გამგებლის სტუმრობით გახარებული ჟენია ბებიას თვალზე ცრემლიც კი მოადგა.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბერძენაძეების ოჯახი სიმბოლურად ჭიქა შამპანურით დალოცა და მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
„ნამდვილად არ ველოდი თუ გვესტუმრებოდა გამგებელი, ძალიან გაგვიხარდა მადლობა დაფასებისთვის, იმისთვის, რომ ახსოვს გაჭირვებული და მოხუცი ადამიანები, ბედნიერი წელი ყოფილიყოს ყველასთვის,“ –აღნიშნა ჟენია ბერძენაძემ.


Share.

Comments are closed.