გოგი მეშველიანი მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავს

0

10898318_875356452525475_3668615586763260003_nგოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

,,რამდენიმე საათში ახალი 2015 წელი შემოაბიჯებს. მინდა ბოლნისსა და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი მივულოცო. დაე, ეს წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთითა და ბედნიერებით დატვირთული თითოეული თქვენთაგანისთვის!
მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეებისათვის. მათ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგეს დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს მაცხოვრებლებს წელს პირველად მიეცათ საშუალება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თავად აერჩიათ. მინდა ყველა იმ ადამიანს პირადად გადავუხადო მადლობა, რომლებმაც უდიდესი ნდობა გამოგვიცხადეს. მჯერა, რომ ჩვენი გუნდი თქვენთან ერთად წარმატებით გაართმევს თავს იმ გამოწვევებს, რომელიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მოგვმადლოს უფალმა მშვიდობა და ერთიანობა“!


Share.

Leave A Reply