გაზეთი „ბოლნისი” ინტერნეტ გამოკითხვით 2014 წელს შეაფასებს

0

1376951588_divorce-rate-statisticsგაზეთი „ბოლნისი” ინტერნეტ პორტალ BOLNISI.GE -ს მეშვეობით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში 2014 წლის მოვლენებსა და ადამიანებს გამოავლენს. დღეიდან 30 დეკემბრამდე პორტალზე განთავსდება ნომინაციები და ნომინანტები, რომელთაგან გამარჯვებულს მკითხველი გამოავლენს. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი ხმის მიცემა იქნება შესაძლებელი და თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, ის ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

აქვე განვმარტავთ, რომ გამოკითხვას არ აქვს არანაირი ოფიციალური დატვირთვა, მას რედაქცია მხოლოდ მიმდინარე წლის შესაფასებლად და მოსახლეობის წასახალისებლად ატარებს. გამარჯვებულებს რედაქციისაგან სიგელები გადაეცემათ.

ნომინაციაში 2014 წლის პედაგოგი წარდგენილნი არიან: ნესტან ხვისტანი, ლეილა მაღრაძე, ნატალია მიქელაძე, ზოია როსტომიანი, ლეილა ალადაშვილი, ნინო კოდიაშვილი, ქეთევან აფაქიძე, მადონა ლომსაძე, ინგა ანდიაშვილი.

ნომინაციაში 2014 წლის სპორტსმენი წარდგენილნი არიან: გიორგი გაფრინდაშვილი („სიონი”), შოთა აქულაშვილი (შერეული ორთაბრძოლა), თემურ სოხაძე („ყოჩები”), ბექა ვიბლიანი (ძიუდო), დიმიტრი ბასილაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), გიორგი აბრამიშვილი (კალათბურთი), ვახტანგ ლაბაძე (მკლავჭიდი), ნოდარ ბერიანი (სამბო), სოფო პაპიაშვილი (ფრენბურთი).

ნომინაციაში 2014 წლის ხელოვანი წარდგენილნი არიან: სალომე წიქორიძე, შოთა ადამაშვილი, თამარ ბობოხიძე, ზაზა მარტიაშვილი, გია ღვინერია, ნუნუ ტოგონიძე.

ნომინაციაში 2014 წლის მოვლენა წარდგენილია: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გაზიფიცირება, კინოთეატრის შენობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა.

ნომინაციაში 2014 წლის კომპანია წარდგენილია: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი, ენერგო-პრო ჯორჯია,  „ABD Georgia” (აკაურთის მეღორეობის კომპლექსი), კომპანია „არემჯი”, „სავანეთი”. 

ნომინაციაში 2014  წლის პოლიტიკოსი წარდგენილნი არიან: დარეჯან ჩხეტიანი, გოგი მეშველიანი, თამაზ ჟორჟოლიანი, კობა ნაყოფია.

ნომინაციაში 2014 წლის საჯარო მოხელე წარდგენილნი არიან: დავით შერეზადიშვილი, ვალენტინა  ნავერიანი, ლონგინოზ გასანოვი, კობა ჟღენტი, ოთარ ხუტიაშვილი, ბესო რეხვიაშვილი, კონსტანტინე კორძაძე, იროდი უგრეხელიძე, მერაბ ხაჭიპერაძე, ჯონი ხეცურიანი, მევლუდ ბარლიანი, მიხეილ ხვისტანი, შალვა მჭედლიშვილი.

ნომინაციაში 2014 წლის საპატიო ბოლნისელი წარდგენილნი არიან: მერაბ ტოგონიძე, ოთარ აბულაძე, ზურაბ ერისთავი, ნიარა გოგოლაძე (პედიატრი), ეთერ გოგშელიძე, ეთერ აფაქიძე.

აღვნიშნავთ, რომ არჩევანი საბედნიეროდ ძალიან დიდია, მაგრამ გამოკითხვის ფორმატი არ გვაძლევს ყველას ჩასმის საშუალებას. ვიმედოვნებთ, ჩვენი ინიციატივა არ გამოიწვევს არავის გულისწყვეტას და ერთ-ერთ წამახალისებელ აქტივობად იქცევა წლის მიწურულს.

ხმის მიცემა შეგიძლიათ BOLNISI.GE  -ზე გამოკითხვის კატეგორიაში (საიტის მარჯვენა მხარეს)

გაზეთი „ბოლნისი” გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

 


Share.

Comments are closed.