ბოლნისში თანამედროვე არქეოლოგიური მუზეუმი აშენდება და გერმანული უბნის რეაბილიტაცია მოხდება

0

380_46338_169468_GIO75193_650ჩვენ უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საყდრისის თემაზე საუბრისას განაცხადა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ხელისუფლების პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. მისი თქმით, ბოლნისში თანამედროვე არქეოლოგიური მუზეუმი აშენდება, სადაც საყდრისში აღმოჩენილი არტეფაქტები განთავსდება.

„ჩვენ ერთ მხარეს გვქონდა წლების განმავლობაში აბსოლუტურად მიტოვებული, ყველასგან დავიწყებული არქეოლოგიური ობიექტი, სადაც აღმოჩენილი არტეფაქტები გადავიტანეთ ახალ სივრცეში და კომპანია „RMG”-ისგან მივიღეთ პირობა, რომ ბოლნისში აშენდება თანამედროვე არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც დაცული იქნება საყდრისში მოპოვებული ყველა არტეფაქტი და ის გახდება კულტურულ-ტურისტული ადგილი. ასევე დაგეგმილია ძველი გერმანული უბნის რეაბილიტაცია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო, რისი პრეცედენტებიც სხვა ქვეყნებშიც არსებობს.

 

 

 


Share.

Leave A Reply