ბოლნისში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირება მიმდინარეობს

0

images (1)დილის 9 საათიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი ტესტირება დაიწყო, რომელსაც  გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ატარებს.

კონკურსანტების თქმით, ტესტები არ იყო რთული და შედეგითაც კმაყოფილები არიან, თუმცა  იყო გამოუცხადებლობისა და გადაულახავი ბარიერის შემთხვეებიც, მაგრამ უმეტესობამ დადებითი შედეგი მიიღო. სამივე სკოლაში გამოცდების მიმდინარეობას აკვირდებოდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ბოლნისის კოორდინატორი მზია ბაღაშვილი.

,,ვიმყოფებით ბოლნისში, წარმოვადგენ გამოცდების და შეფასების ეროვნულ ცენტრს.  დღეს  ოთხი სესია  ჩატარდება, ხოლო ხვალ  სამი.  ტესტირება მშვიდ გარემოში მიმდინარეობს,  დამთავრდა პირველი ეტაპი, დაიწყო მეორე და  იმედია  მონაწილეები  გადალახავენ ბარიერებს.“ – აღნიშნა bolnisi.ge –თან გამოცდებისა და  შეფასების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ლია ასანიშვილმა.

გიორგი ავქოფაშვილი, კონკურსანტი:

– შევდივარ გამოცდაზე, ძალიან კარგი განწყობით ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ გადავლახავ.

ედუარდ აროიანი, კონკურსანტი:

-საბრძოლო განწყობით ვარ, წარმატებას ვუსურვებ ყველას და დარწმუნებული ვარ, ჩავაბარებ.

ლალი ვიბლიანი, კონკურსანტი:

-ძალიან გახარებული ვარ, 42 ქულა ავიღე,  გადავლახე ბარიერი. ტესტები არ იყო რთული, უბრალოდ ძალიან ვნერვიულობდი. წარმატებები ყველას.

ნანა ლომთაძე, კონკურსანტი:

-გადავლახე, ავიღე 36 ქულა, ბედნიერი ვარ.

ნინო ელიკაშვილი, კონკურსანტი.

-გადავლახე ბარიერი,  ავიღე 37 ქულა.


Share.

Leave A Reply