ბოლნისის ქუჩები საახალწლო განათებებითა და აქსესუარებით ირთვება

0

10850525_10152888601707230_2080209881_nბოლნისში წინასაახალწლო ფუსფუსია, გამგეობის შენობის წინ ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს და ქუჩები თანამედროვე თეთრი ნათებებით ირთვება. რა დაუჯდა მუნიციპალიტეტის გამგეობას ახალი განათებები და რამდენი წელი აღარ დასჭირდება ხარჯების გაღება, ამაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი მათეშვილი ისაუბრებს:

„საახალწლო აქსესუარები ბოლნისის მუნიციპალიტეტს შესყიდული ჰქონდა დაახლოებით 4-5 წლის წინ. შესაბამისად მათი ექსპლუატაციის ვადა  გასული იყო, აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ განეახლებინა საახალწლო გარეგანათებების აქსესუარები, რაც ბიუჯეტში ოქტომბრის თვეში შესყიდვების გეგმაში აისახა და 21 ნოემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული იქნა გამარტივებული ტენდერი საახალწლო გარეგანათების აქსესუარების შეძენა-მონტაჟის შესყიდვაზე. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა  შპს „დევე+“-მა. ობიექტის სავარაუდო ღირებულება იყო 54800 ლარი, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად კი 9 დეკემბერს ხელშეკრულება გაფორმდა 54 252 ლარზე. 20 დეკემბრისათვის საახალწლო გარეგანათების აქსესუარების შეძენა-მონტაჟი დასრულებული იქნება. აღნიშნული შესყიდვა არ წარმოადგენს ერთჯერად შესყიდვას, რადგან ეს მასალები გამოყენებული იქნება მრავალი წლის განმავლობაში. დღის წესრიგში იდგა ასევე დაბა კაზრეთში საახალწლო აქსესუარების მოწყობა.  ბოლნისის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა ერთი ნაძვის ხის შესყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულებაა 15 000 ლარი, სადაც ასევე ერთმა პრეტენდენტმა „ელვა კომმა“ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. ძველი ნაძვის ხე და განათებები დამონტაჟდება დაბა კაზრეთში.“

Share.

Comments are closed.