ბოლნისის „სიონი” 14 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა

0

10394619_883619768315488_607980955891837813_nსაქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო მატჩი ბოლნისის „სიონმა”, ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, „გურიას” წინააღმდეგ გამართა და უგოლო ფრეზე დაასრულა.

შეხვედრას თავისი დაღი დაასვა ძლიერმა ქარმა, რომელიც ფეხბურთელებს ბურთის კონტროლის საშუალებას არ აძლევდა.

მასპინძლებმა ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა კარგად ირჯებოდა ბოლნისელთა დაცვა და მეკარე მირზა მერლანი, რომელიც გუნდს მცირე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა.

შეხვედრის ყველაზე დრამატული მომენტი 85-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც გურულთა ფეხბურთელმა საჯარიმოში ბურთზე ითამაშა ხელით, 11-მეტრიანი კი გიორგი ცხადაიამ უხეიროდ დაარტყა და მოგების შანსი ხელიდან გაუშვა.

15 ტურის შემდეგ, ბოლნისის „სიონს” 14 ქულა აქვს და 14-ე ადგილზე იმყოფება.


Share.

Comments are closed.