ბოლნისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტოპარკი ახალი მანქანებით აღიჭურვება

0

1373026077_1ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ისევ  „უაზის“ ტიპის ავტომანქანებით უწევს სარგებლობა. 2005 წელს შემოყვანილი მანქანები მწყობრიდან გამოვიდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე 2 სასწრაფოს მანქანა და 3 ბრიგადა ემსახურება. ხშირია გამოძახებები, თუმცა ტრანსპორტი ხშირად ფუჭდება და სამედიცინო ჯგუფს დანიშნულ ადგილზე დაგვიანებით მისვლა უწევს.

მანქანები 2014 წლის იანვრამდე კერძო სადაზღვევო კომპანიების საკუთრება იყო,  პირველი თებერვლიდან კი აღნიშნული სამსახური თავისი აღჭურვილობით სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა. ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერის აღნიშვნით, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მოეხსნათ მედიკამენტების და საწვავის პრობლემა.

წლის ბოლომდე ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ავტოპარკი ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით განახლდება.

„ამ ეტაპზე ერთადერთი პრობლემა ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ძველი ავტომანქანებია, გვპირდებიან მათ განახლებას, შაბათს ველოდებით სამედიცინო წესით აღჭურვილ „ფორდ“-ის მარკის ერთ ავტომობილს, წლის ბოლომდე კიდევ ორი შემოვა. ახალი მანქანები უკმაყოფილო მოსახლეობის რიცხვს შეამცირებს. ყოველდღიურად სამი ბრიგადა მუშაობს, ხშირია გამოძახებები, მწყობრიდან გამოსულ ტრანსპორტს კი ხშირად აგვიანდება დანიშნულ ადგილზე მისვლა. იანვრიდან ბევრ სიახლეს ველოდებით, სამინისტროს ინიციატივით მოხდება მედპერსონალის გადამზადება, ისინი სრულიად უფასოდ აღიჭურვებიან სპეცტანსაცმლით,  იგეგმება ანაზღაურების 30%-ანი ზრდა.“ –აღნიშნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბოლნისის რეგიონალური სამსახურის მენეჯერმა ხათუნა ლობჟანიძემ.


Share.

Comments are closed.