ბოლნისის მუნიციპალიტეტის საახალწლო საჩუქარი სოციალურად დაუცველებს

0

10893319_712708122177266_1675533290_nსაახალწლო ნობათი სოფელ დისველში მცხოვრებმა ნაჩაიძეების ათ სულიანმა ოჯახმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან მიიღო. გამგებლის ინიციატივით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ოჯახებს, ვისი სოციალური მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა, საახალწლო ამანათი დაურიგდათ. მაყვალა ნაჩაიძის მსგავსად ტკბილეული 199-მა ოჯახმა მიიღო. შამპანური, კოკა-კოლა, კანფეტები, მანდარინი, ფორთოხალი – ეს იმ ნობათის ჩამონათვალია, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს საახალწლოდ დაურიგდათ. ამანათი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირადად მიუტანეს  და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

მაყვალა ნაჩაიძე:

– საახალწლოდ ერთი კანფეტიც არ მქონდა ნაყიდი, არანაირი საშუალება არ მაქვს. ოჯახში 10 სული ვცხოვრობთ, უმუშევრები. პატარა ბავშვები თოვლის ბაბუას ელოდებოდნენ, წერილიც მისწერეს, ბევრი ტკბილეულის მოტანას სთხოვდნენ. ოცნებები ხდება, თოვლის ბაბუა ჩვენთანაც მოვიდა, საჩუქრებს შევინახავ და ახალი წლის ღამეს ნაძვის ხესთან დავუწყობ ჩემს შვილებს. ძალიან გამიხარდა, მადლობა გამგებელს.

იროდი უგრეხელიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი:

– მუნიციპალიტეტის გამგეობამ საჩუქარი მოუმზადა  სოციალურად დაუცველ 200 ოჯახს, შეირჩა ყველაზე დაბალი ქულების მქონე ოჯახები, ვისი მდგომარეობაც ძალიან მძიმეა და გადაეცათ ტკბილეული. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს და სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი, ვისურვებდი ქვეყანაში შემცირებულიყოს გაჭირვებულთა რიცხვი და ყველა ოჯახის სოციალური ფონი გაუმჯობესებულიყოს.


Share.

Leave A Reply