ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ცენტრალური სტადიონის მომავალ რეკონსტრუქციაზე ისაუბრეს

0

10872736_869078779819909_118284078161731177_oსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა 22 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. ს. კ. ,,სიონის“ გენერალურ დირექტორთან ლადო ბურდულთან ერთად იგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი მეშველიანს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალური სტადიონის მომავალ რეკონსტრუქციაზე ისაუბრეს. ზვიად სიჭინავამ დახმარების სურვილი გამოთქვა. მისი განმარტებით, ფედერაცია მზად არის ბოლნისის მუნიციპალიტეტს ისეთი საპროექტო დოკუმენტაცია გადასცეს, რომლის განხორციელების შემდეგ ს.კ. ,,სიონს“ შესაძლებლობას მისცემს საშინაო მატჩები საკუთარ მოედანზე გამართოს. პროექტის გადაცემის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, მოახდენს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გასულ კვირასაც შედგა. ზვიად სიჭინავა ვითარებაში უკეთ გასარკვევად ბოლნისის ცენტრალურ სტადიონს ესტუმრა და გულშემატკივრებსაც გაესაუბრა.
შეგახსენებთ, ს.კ. ,,სიონი“ 2013 წლიდან ფედერაციის მხრიდან სტადიონის სტანდარტებთან დაკავშირებული აკრძალვის გამო, ადგილობრივ მატჩებს ნეიტრალურ სტადიონზე ატარებს.
,, ეს არ არის პირველი ვიზიტი ბოლნისში. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან. გამგეობამ გამოთქვა სურვილი, რომ ბოლნისის გუნდმა ითამაშოს ბოლნისში. გამგეობა და საკრებულო მზად არიან, რომ მოიძიონ თანხები, გააკეთონ და მოიყვანონ მოედანი უეფას და ფიფას სტანდარტებში. ფედერაციას ევალება, რომ გვერდში დაუდგეს ნებისმიერ იმ ორგანიზაციას, რომელიც მზად არის ქართული ფეხბურთის განვითარებაში სასიკეთო ნაბიჯები გადადგას. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით“,- განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.


Share.

Comments are closed.