ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობას აფრთხილებს

0

DSC_0260ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობას აფრთხილებს.

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით განახორციელა მსხვილფეხა პირუტყვის ბრუცელოზის სადიაგნოსტიკო გამოკვლევები. ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა ბრუცელოზით დაავადებული მსხვილფეხა პირუტყვი.
გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, სავალდებულოა დაავადებული პირუტყვის ვეტერინარული წესების დაცვით დაკვლა.

მოსახლეობას მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები და შეიძინოთ მხოლოდ ხორცის პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზით დამოწმებული პროდუქტი.”- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


Share.

Comments are closed.