ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა საყდრისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

1240651_846533688741085_4003725456972108209_nბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა საყდრისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს გამოვხატოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დამოკიდებულება უკანასკნელ დღეებში ჩვენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე, კომპანია RMG-მ განაახლა საქმიანობა საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე. აღნიშნული კომპანიის შენატანები შეადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაახლოებით 85 პროცენტს. კომპანიაში დასაქმებულია 3000-მდე ადგილობრივი მცხოვრები. ამიტომაც კომპანიის მიერ საქმიანობის სრული სიმძლავრით განახლება ადგილობრივ საზოგადოებაში აღიქმება იმის წინაპირობად, რომ ათასობით ოჯახს ექნება გარანტირებული შემოსავალი და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
წარმოებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოსახლეობისთვის და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ მუშაობა განაახლა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი. თუმცა, რამდენადაც საზოგადოებისათვის ცნობილია, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.
გამომდინარე იქედან, რომ საკითხი არის ძალიან მგრძნობიარე, გვინდა ვთხოვოთ ყველას, რომ ნებისმიერ დისკუსიაში გათვალისწინებული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები.”- ნათქვამია განცხადებაში. 


Share.

Comments are closed.