ბოლნისის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა ტესტირება დასრულდა

0

20141214-0002საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების  დასაკავებლად  გამოცხადებული  კონკურსის ფარგლებში ბოლნისში ტესტირება 13-14 დეკემბერს, 4-4 სესიად, ბოლნისის სამ საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა, რომელშიც სულ 257 კონკურსანტი მონაწილეობდა. როგორც  ტესტირებიდან გამოსული კონკურსანტები აცხადებდნენ ტესტები საშუალო სირთულის იყო და მიღებული შედეგებით კმაყოფილები არიან, მათგან  უმეტესობამ  საშუალო და საშუალოზე მაღალი შეფასება მიიღეს თუმცა,  კონკურსანტებს შორის არიან ისეთები რომლებმაც  განსაზღვრული  ბარიერი ვერ გადალახეს.

,,ბოლნისში ორი დღის განმავლობაში  შეუფერხებლად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა  ტესტირება. გამოცდები ჩატარდა ოთხ-ოთხ სესიად, თითოეულს დათმობილი ჰქონდა 2 საათი, ნახევარი საათი კი  მიმდინარეობდა კონკურსანტების რეგისტრაცია.  ამ წუთებისთვის ყველა გამოცდა დასრულებულია და  კონკურსანტებისთვის  მიღებული შედეგები   ცნობილია,’’ – განაცხადა  განათლების სამინისტროს, განათლების მართვის საიმფორმაციო სისტემის მენეჯერმა ლევან არსენიძემ.

ბარიერგადალახული კონკურსანტები უახლოეს დღეებში კონკურსის ბოლო ეტაპს გასაუბრებას გაივლიან.


Share.

Comments are closed.