ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

0

10836167_311748175693078_2097561289_nდღეს საქართველოს წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალში უფასო გამოკვლევები ჩატარდა, ბერძნული დიასპორის თავჯდომარის ინციატივით ჩამოსულმა ექიმებმა სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაატარეს. კლინიკა „ჰიპოკრატეს” მედ-პერსონალმა მოქალაქეების მიღება დილის ცხრა საათიდან დაიწყეს.

მსურველებს უფასოდ მოემსახურნენ:  თერაპევტი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი,  ქირურგი, ოფთალმოლოგი (თვალის სრული გამოკვლევა სათვალის შერჩევა),  კარდიოლოგი, ლაბორანტი (ანალიზები).

ასევე ჩაუტარდათ: მუცლის ღრუს ექოსკოპია (ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ელენთა, პანკრეასი), ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, ექოკარდიოგრაფია (გულის ექოსკოპია).დანიშნულების შესაბამისად უფასოდ დაურიგდათ საჭირო მედიკამენტები.

,,ბერძნული დიასპორა ხშირად მართავს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ კლინიკა ,,ჰიპოკრატესთან”.  ჩამოვიყვანეთ ექიმები, რომლებიც სრულიად უფასოდ მოემსახურნენ მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვა, მაინც ბევრი ადამიანი მოვიდა გასასინჯად, დანიშნულების შესაბამისად გავცემთ მედიკამენტებს.”- აღნიშნა ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტის ბერძნული დიასპორის თავჯდომარემ ვიოლეტა რეხვიაშვილმა.


Share.

Comments are closed.