სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 2014 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის მილიონ ორასი ათასი ლარი იყო გამოყოფილი, რომლითაც 53 ობიექტზე, მოსახლეობის მოთხოვნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. ობიექტების განაწილება ღია კონკურსის სახით მოხდა, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ 279 ათასი ლარის ეკონომია გაკეთდა, რომლითაც სოფლის პროგრამების მეორე ეტაპი განხორციელდა. პარალელურ რეჟიმში 15 ობიექტზე მიმდინარეობს სამუშაოები. 13 სოფელში შიდა გზები კეთდება, რომელიც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას წლების მანძილზე უქმნიდა. ობიექტებზე სხვადასხვა მონაკვეთის გზა იხრეშება. დაბა კაზრეთში, სადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სამი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა, მიმდინარეობს შემოღობვა და სავალი ბილიკების კეთილმოწყობა. სოფელ ტალავერის ერთ უბანზე სასმელი წყლის მაგისტრალი მონტაჟდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გაკეთებულმა ეკონომიამ ჯამში 279 ათასი ლარი შეადგინა, ეს თანხა დიდი ობიექტის მშენებლობას არ ეყოფოდა, ამიტომ სოფლებში შიდა გზების მშენებლობისკენ მივმართეთ. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით გავაკეთეთ პროექტები. 15 ობიექტზე დაახლოებით 200- ამდე ადგილობივი მუშახელია დასაქმებული, სამუშაოები 15 დეკემბრამდე დასრულდება“. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.