ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პატარებს წინასაახალწლო საჩუქარი გაუკეთა

0

10841551_699149713533107_1546315893_nბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პატარებს წინასაახალწლო საჩუქარი გაუკეთა და კულტურის სახლის სცენაზე  სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი მოიწვია, რომელმაც წარმოადგინა ქართველი დრამატურგის გივი ჭიჭინაძის მიუზიკლი „ციცქნა იას დღეობა“. აღსანიშნავია, რომ სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი უკვე მეოთხედ სტუმრობს ბოლნისს და კარგად იცნობს ბოლნისელ მაყურებელს. სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა და პატარებმა გაბრწყინებული თვალებით დატოვეს დარბაზი.

მიხეილ რატიანი, სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმღვანელი:

– ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის და კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოპატიჟებით წინასაახალწლოდ წარმოვადგინეთ  ქართველი დრამატურგის გივი ჭიჭინაძის მუსიკალური სპექტაკლი „ციცქნა იას დღეობა“. ბოლო ორი წლის მანძილზე ბოლნისში მეოთხედ ვიმყოფებით, ძალიან მოგვწონს ბოლნისელი მაყურებელი და  ერთი ლამაზი დღეც ვაჩუქეთ პატარებს. სპექტაკლი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი.  ვიმოგზაურეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, 29 დეკემბერს კი „ციცქნა იას დღეობას“ თბილისში  ლტოლვილ ბავშვებს ვაჩვენებთ.“

 

 

10685318_699149923533086_2868382_n 10833805_699149786866433_747875760_n 10841545_699149570199788_1143864343_n 10850782_699150010199744_183119076_n 10833851_699150070199738_984432708_n

Share.

Comments are closed.