ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა

0

551448_857915480936239_7367067397695486839_nდღეს ალიევების ოჯახში ბუნებრივი აირი ენერგეტიკის მინისტრმა აანთო. სოფელ სავანეთში მცხოვრები 480 ოჯახი მრავალი წლის მანძილზე შეშით სარგებლობდა. კახი კალაძემ აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის წარმომადგენლებთან ერთად ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა.

მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

 – ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენს სოფელშიც აინთო ბუნებრივი აირი. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, მრავალი წელია ზამთარ-ზაფხულ შეშას ვხმარობდი,  რაც მოგეხსენებათ საკმაოდ ძვირია და შეძენაც გვიჭირს, ახლა დავისვენებთ და გაგვიადვილდება ცხოვრება.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ სოფელ სავანეთში 14 კილომეტრი სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ  პოტენციურ აბონენტებს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ.

„დასრულდა სოფელ სავანეთში გაზიფიცირების სამუშაოები და ყველა ოჯახს ექნება საშუალება ისარგებლოს ბუნებრივი აირით. სოკართან ერთად მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მადლობა ამ კომპანიას თანადგომისთვის. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, ორი წლის მანძილზე 80 000-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება მოვახერხეთ.  2017 წლისთვის მთლიანად საქართველო იქნება გაზიფიცირებული“.  – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

სოფელ სავანეთთან ერთად დასრულდა სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში: ხიდისყური, ბალახაური, მუხრანა, ზემო ბოლნისი და ჭაპალა. აღნიშნული სოფლების გაზიფიცირებისთვის აშენდა 35 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი, სოფლებში მცხოვრები 1 213 აბონენტი უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით.

გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

– დღეს სოფელ სავანეთში საზეიმოდ აინთო ჩირაღდანი. მოსახლეობისთვის გაზიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია და წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ ჰქონდეთ საშუალება ეკოლოგიურად სუფთა საწვავით გამოიზამთრონ. ზამთრის ცივ დღეებს მოსახლეობა თბილად შეხვდება, აღარ მოხდება ტყეების გაჩეხვა და ბუნებასაც გავუფრთხილდებით.

პირველი ნოემბრიდან წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა.

ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება.

10730221_857917590936028_5031313545915359436_n 10478357_857916320936155_6585466683269845798_n 10421192_857917627602691_1512326338925842940_n


Share.

Comments are closed.