ბოლნისისა და რაჭისუბნის დამაკავშირებელ გზაზე გარე განათებების მონტაჟი დაიწყო

0

10884051_10152904745512230_1620474602_oსოფელ რაჭისუბნისა და ქალაქ ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე  ელექტრო განათების ბოძების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

„ახალი ტექნოლოგიის ლამპიონები დამონტაჟდება. ლედ ნათურებზე (ეკონომიური ნათურები) მოხდება დაკვირვება, ჩვენი გათვლებით მსგავსი ნათურები 70%-იან ეკონომიას მოგვცემს. გამართლების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზაზე შესაძლებელია ნელ-ნელა შეიცვალოს არსებული ლამპიონები ლედ ნათურებით, ტენდერით სამშენებლო სამუშაოების თანხა 66 ათასი ლარით განისაზღვრა“.–აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.


Share.

Comments are closed.