ბოლნისელებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის აქცია მოაწყვეს

0

10854381_869881479712015_3014598250260909814_o№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები, ბოლნისის ჩრდილების თეატრი და კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრი თამარ ბობოხიძის ხელმძღვანელობით იაშვილის კლინიკაში  ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სტუმრობდნენ. ბოლნისელებმა მათთვის ზღაპარი „შვიდი მხიარული ბეკეკო“ წარმოადგინეს.

„ბავშვები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, აქტიურად ჩაერთვნენ ზღაპრის მსვლელობის პროცესში და გამოთქვეს სურვილი კიდევ ნახონ ჩვენს მიერ წარმოდგენილი სხვა ზღაპრებიც. მათთან ურთიერთობამ ემოციებით აგვავსო და შეგვახსენა, თუ რამხელა ძალა აქვს სიკეთეს. ჩვენი ვალია თანადგომა გავუწიოთ და რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ამ ბავშვებს. ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო ხარჯები ბოლნისის კულტურის სამსახურმა გაიღო , რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ“. – აღნიშნა აქციის  მონაწილე ანი ხაჭიპერაძემ.

 

 

 

 

1502210_869879879712175_4242438687810756609_o

10828103_869880419712121_827806622792874745_o


Share.

Comments are closed.