რამდენიმე წუთის წინ დაიწყო შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და „არემჯი”-ს თანამშრომლებს შორის. კანცელარიაში შეხვედრაზე კომპანიის თანაშრომლებისაგან დაკომპლექტებული 5 კაციანი ჯგუფი შევიდა.
დღეს დილიდან თბილისში კომპანია „არემჯი”-ს თანამშრომლები ჩავიდნენ და პრეზიდენთან და პრემიერთან შეხვედრებს ითხოვდნენ. მას შემდეგ რაც პრეზიდენტის ადმინისტარციასთან მისულებს არავინ გამოეხმაურა გეზი მთავრობის კანცელარიისკენ აიღეს და შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან ითხოვეს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა საწარმოს მუშაობის გაგრძელებაა.